წესები და პირობები
Grubeli.ge-ს წესები და პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა. გაეცანით თუ როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და როგორ ვიყენებთ ლოკაციის ნებართვას ამინდის საჩვენებლად.
1. მონაცემთა შეგროვება
ვაგროვებთ მხოლოდ იმ მინიმალურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია სერვისის გამართული მუშაობისთვის:
ადგილმდებარეობა (GPS)
ვებ და Android-ზე ვითხოვთ ლოკაციას ზუსტი პროგნოზისთვის. კოორდინატები ინახება cookie-ში 30 დღით — სერვერზე მუდმივად არ ინახება. ჩვენ ვიღებთ მხოლოდ საქართველოს კოორდინატებს.
შეტყობინებები (Android)
Android-ზე ვითხოვთ push notifications-ის უფლებას ამინდის მკვეთრი ცვლილებების, ხანძრის, მიწისძვრის და სხვა სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად.
ტექნიკური მონაცემები
სტატისტიკისა და უსაფრთხოებისთვის სერვერის log-ებში ფიქსირდება IP მისამართი და ბრაუზერის ტიპი.
2. მესამე მხარის მონაცემები
ჩვენ არ ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს მესამე მხარეს კომერციული მიზნებისთვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ სანდო პარტნიორებთან, რომლებიც ეხმარებიან სერვისის მიწოდებაში და გაუმჯობესებაში, და ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა.
Open-Meteo
ამინდიკოორდინატები გადაეცემა მხოლოდ პროგნოზის გამოსათვლელად. პირადი მონაცემები არ გაიგზავნება.
GPT 5 / GPT‑4o
AIAI ასისტენტს გადაეცემა: ქალაქი, ტემპ., ამინდის სახეობა და მომხმარებლის კითხვა (მაქს. 300 სიმბოლო). პირადი მონაცემები არ გაიგზავნება.
USGS Earthquake API
მიწისძვრაკოორდინატები გადაეცემა მხოლოდ მიწისძვრის მონიტორინგისთვის. პირადი მონაცემები არ გაიგზავნება.
OSM Nominatim
გეოლოკაციასერვისი იყენებს გეოლოკაციის API-ს ზუსტი პროგნოზისთვის. კოორდინატები ინახება cookie-ში 30 დღით და არ გაიგზავნება სერვერზე.
NASA FIRMS
ხანძარირეალურ დროში ხანძრების მონიტორინგი საქართველოს ტერიტორიაზე. გადაეცემა მხოლოდ გეოგრაფიული bbox კოორდინატები. პირადი მონაცემები არ გაიგზავნება.
Nager.at
უქმეებისახელმწიფო დღესასწაულების კალენდარი. გადაეცემა მხოლოდ ქვეყნის კოდი (GE/KA). პირადი მონაცემები არ გაიგზავნება.
3. შენახვა და უსაფრთხოება
- ლოკაციის მონაცემები მუშავდება რეალურ დროში და არ ინახება სერვერზე მუდმივად — მხოლოდ ბრაუზერის Cookie-ში.
- გამოიყენება SSL/HTTPS დაშიფვრა ყველა მონაცემის უსაფრთხო გადაცემისთვის.
- AI-ს მოთხოვნები შეზღუდულია — მაქს. 300 სიმბოლო და ჩართულია flood protection დაცვა.
- სისტემა მხოლოდ საქართველოს კოორდინატებს ამუშავებს — სხვა ქვეყნის ლოკაცია ავტომატურად უარყოფილია.
- Cookie-ები და სესიები გამოიყენება მხოლოდ ლოკაციისა და შერჩეული ენის (ka/en) დასამახსოვრებლად 30 დღის ვადით. სარეკლამო ან სხვა თრექინგ ქუქიები არ გამოიყენება.
4. მომხმარებლის უფლებები.
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა ან ექსპორტი. ამისთვის დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე ან სოციალური ქსელებით. სარეკლამო ან სხვა თრექინგ ქუქიები არ გამოიყენება !
ლოკაციის გათიშვა
ბრაუზერის ან სმარტფონის პარამეტრებში გეოლოკაციის უფლება გააუქმეთ ნებისმიერ დროს. ლოკაციის გარეშე სერვისი მუშაობს, მაგრამ პროგნოზის სიზუსტე შეიძლება შემცირდეს.
შეტყობინებების გათიშვა
Android-ის მომხმარებლები შეუძლიათ გათიშონ push notifications აპის პარამეტრებში ან სმარტფონის სისტემურ პარამეტრებში. შეტყობინებების გარეშე თქვენ არ მიიღებთ ამინდის გაფრთხილებებს და განახლებებს.
Cookie-ების გათიშვა
თქვენ შეგიძლიათ გათიშოთ cookie-ები ბრაუზერის პარამეტრებში, მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს შეიძლება გამოიწვიოს ლოკაციისა და ენის არჩევის დაკარგვა და ზოგიერთ ფუნქციას შეზღუდოს.